ბადრიჯნის მარტივი სალათა
ბადრიჯნის მარტივი სალათა
დრო 15წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

15 წუთი და სუფრა ფაქტობრივად გაშლილია... სუპერ-იდეა!

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი - 3 ცალი
  • ზეთი - 2-3 ს/კ
  • ნიორი - 4-5 კბილი
  • სოიოს სოუსი - 2-3 ს/კ
  • შაქარი - 0,5 ჩ/კ
მომზადების წესები

ბადრიჯანი დაჭერით თხელ ნაჭრებად.
ტაფაზე გაახურეთ 2-3 ს/კ ზეთი, მოხრაკეთ წვრილად დაჭრილი 2 კბილი ნიორი.
დაუმატეთ ბადრიჯანი და შეწვით.
შემდეგ დაუმატეთ შაქარი და სოიოს სოუსი.
ხრაკეთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ დარჩენილი ნიორი (დაჭრილი) და გადმოდგით ცეცხლიდან.

გემრიელად მიირთვით!
 

ტეგები:
ნანახია: 12302