ყველის ნაზი წვნიანი ბავშვებისთვის
ყველის ნაზი წვნიანი ბავშვებისთვის
დრო 25წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

რეცეპტი მზრუნველი დედებისთვის!

ინგრედიენტები

  • მდნარი ყველი - 2 ფირფიტა
  • კარტოფილი - 4 ცალი
  • სტაფილო - 1 ცალი
  • ხახვი - 1 თავი
  • ზეთი - მოსახრაკად
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • მწვანილი - გემოვნებით
  • ქათმის ბარკლები - 2 ცალი
მომზადების წესები

მოხარშეთ ქათმის ხორცისგან ბულიონი.

კარტოფილი გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად.

სტაფილო გახეხეთ მსხვილად.

ხახვი და მწვანილი დაჭერით წმინდად.

მდნარი ყველი გახეხეთ მსხვილად ან დაჭერით პატარა ნაჭრებად.

ქათმის ბულიონში დაუმატეთ კარტოფილი და ხარშეთ ადუღებიდან 15 წუთი.

ტაფაზე გაახურეთ ზეთი და მოხრაკეთ ხახვი და სტაფილო.

დაუმატეთ წვნიანში, დაუმატეთ მარილი და პილპილი, წამოადუღეთ და გამორთეთ, გააჩერეთ თავდახურულ ქვაბში 10-15 წუთი.

სუფრასთან მიტანისას მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ნანახია: 18387