სალათი პანცანელა
სალათი პანცანელა
დრო 30წთ
ულუფა 3
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

თუკი დაგრჩათ წინა დღის ბატონი ან ბაგეტი, მაშინ გირჩევთ, მოამზადოთ ეს სალათი.

ინგრედიენტები

  • ბაგეტი პური - 1/3
  • ბულგარული წიწაკა - 1/2
  • პომიდორი - 1 ცალი
  • წითელი ხახვი - 1/2
  • ზეთისხილი - 10 ცალი
  • ზეითუნის ზეთი - 3 ს/კ
  • ძმარი ბალზამიკო - 2 ს/კ
  • მარილი და პილპილი - გემოვანებით
  • იტალიური სუნელები (ორეგანო, ბაზილიკი) - 1/2 ჩ/კ
  • ნედლი ბაზილიკი - 1/2 კონა
მომზადების წესები

აიღეთ რამდენიმე ნაჭერი ბაგეტი ან ბატონი. მოასხით ზეითუნის ზეთი და მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით.

დაჭერით ½ ბულგარული წიწაკა, პომიდორს გააცალეთ კანი და თესლი, დაჭერით. წითელი წიწაკა და ხახვი დაჭერით მოგრძო ნაჭრებად.

დააბლენდერეთ პომიდორი ზეითუნის ზეთთან და ბალზამიკოსთან, მარილთან, პილპილთან და იტალიურ ბალახებთან ერთად.

სასალათე ჯამში ერთმანეთში აურიეთ დაჭრილი წიწაკა, ხახვი და კუბიკებად დაჭრილი ბაგეტი. დაუმატეთ მწვანე ზეთისხილი, მოასხით ტომატის სოუსი, დახიეთ ხელით ბაზილიკის ფოთლები და მოაყარეთ სალათს.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ნანახია: 5283