ჟელატინს დაასხით 2 ს/კ წყალი და გააჩერეთ 15-20 წუთი, რომ გაფუვდეს. ამასობაში დარჩენილ წყალში გახსენით შაქარი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ურიეთ, სანამ ოდნავ არ გასქელდება. გაგრილებულ სიროფში შეურიეთ ჟელატინი, ათქვიფეთ მიქსერის მაღალ სიჩქარეზე მასის გათეთრებამდე (დაახლოებით 4-5 წუთის განმავლობაში), დაუმატეთ ლიმონის წვენი. გააჩერეთ მიღებული მინანქარი 10 წუთი, შემდეგ კი წაუსვით პასკებს. გააფორმეთ სურვილისამებრ!