"სააღდგომო წიწილები"
"სააღდგომო წიწილები"
დრო 10წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 4 ცალი
  • მაიონეზი - 2 ს/კ
  • დიჟონის მდოგვი - 1 ს/კ
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
გასაფორმებლად
  • სტაფილო
  • შავი პილპილის მარცვლები
მომზადების წესები

მაგრად მოხარშული კვერცხები გავფცქვნათ, დანის წვერით ზიგზაგისებურად ამოვჭრათ ცილა. ამოვიღოთ გულები ფრთხილად
და ჩანგით ჩავჭყლიტოთ, დავუმატოთ მაიონეზი და მდოგვი, შევკაზმოთ მარილით და პილპილით, ჩავდოთ საკონდიტრო ტომარაში და ამოვავსოთ ცილის ნახევრები. კოვზით გადავასწოროთ, გავუკეთოთ სტაფილოს ცხვირი, პილპილის მარცველების
თვალები და დავახუროთ თავზე ცილის მეორე ნაწილი.

ჟურნალი "გემრიელია" (აპრილის ნომერი)

ტეგები:
კვერცხი ნანახია: 7149