ბადრიჯანი დავჭრათ სიგრძეზე, მოვაყაროთ მარილი და შევწვათ ორივე მხრიდან ზეთიან ტაფაზე. ალყა-ალყა დავჭრათ ხახვი, ბულგარული წიწაკები (2-2 სხვადასხვა ფერის), მწვანილები და ნიორი. შემწვარი ბადრიჯანი ფენებად ჩავაწყოთ თასში, მოვაყაროთ ბოსტნეული და მოვასხათ ძმარი.