კვერცხები შუაზე გავჭრათ და თასში ჩავაწყოთ. ნიგოზი და ნიორი გავატაროთ ან წმინდად დავნაყოთ, დავუმატოთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, მარილი და წიწაკა. ნიგვზის მასა ხელით ვზილოთ, სანამ ზეთს გამოვადენთ. 1 ჩ.კ.-მდე ზეთი ცალკე ჭურჭელში შევინახოთ, რომ შემდეგ კერძი მოვრთოთ. ნიგვზის მასას დავასხათ 1 ჭიქამდე ანადუღარი წყალი და ან საცერზე გავატაროთ, ან ბლენდერით ავთქვიფოთ. ბაჟეს ნელ-ნელა დავუმატოთ ანადუღარი წყალი სასურველი კონსისტენციის მიღებამდე. ბაჟე დავასხათ მოხარშულ კვერცხებს. ცოტა ხანს დავაცადოთ, რომ კვერცხს ბაჟე გაუჯდეს და შემდეგ მივირთვათ. სუფრაზე გატანის წინ კერძს მოვასხათ მომზადებული ნიგვზის ზეთი.