მოხარშული კვერცხი ბაჟეში
მოხარშული კვერცხი ბაჟეში
დრო 20წთ
ულუფა 3
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მოხარშული კვერცხი - 6 ცალი
  • ნიგოზი - 1,5 ჭიქა
  • ნიორი - 2-3 კბილი
  • უცხო სუნელი - 1 ჩ/კ
  • ხმელი ქინძი - 0,5 ჩ/კ
  • ყვითელი ყვავილი - 1 ჩ/კ
  • მარილი და წიწაკა
  • ანადუღარი, გაგრილებული წყალი
მომზადების წესები

კვერცხები შუაზე გავჭრათ და თასში ჩავაწყოთ. ნიგოზი და ნიორი გავატაროთ ან წმინდად დავნაყოთ, დავუმატოთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, მარილი და წიწაკა. ნიგვზის მასა ხელით ვზილოთ, სანამ ზეთს გამოვადენთ. 1 ჩ.კ.-მდე ზეთი ცალკე ჭურჭელში შევინახოთ, რომ შემდეგ კერძი მოვრთოთ. ნიგვზის მასას დავასხათ 1 ჭიქამდე ანადუღარი წყალი და ან საცერზე გავატაროთ, ან ბლენდერით ავთქვიფოთ. ბაჟეს ნელ-ნელა დავუმატოთ ანადუღარი წყალი სასურველი კონსისტენციის მიღებამდე. ბაჟე დავასხათ მოხარშულ კვერცხებს. ცოტა ხანს დავაცადოთ, რომ კვერცხს ბაჟე გაუჯდეს და შემდეგ მივირთვათ. სუფრაზე გატანის წინ კერძს მოვასხათ მომზადებული ნიგვზის ზეთი.

ჟურნალი "გემრიელია" (აპრილის ნომერი)

ტეგები:
კვერცხი ბაჟე ნანახია: 10536