მჟაუნის არომატული და სასარგებლო წვნიანი
მჟაუნის არომატული და სასარგებლო წვნიანი
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მჟაუნა - 500 გ
  • ისპანახი - 200 გ
  • ნიორი - 2 კბილი
  • პრასი - 1 ღერი
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი და პილპილი
  • შაშკვლავი - გემოვნებით
მომზადების წესები

ისპანახი და მჟაუნა გავარჩიოთ და კარგად გავრეცხოთ. ცხელ ტაფაზე დავასხათ ზეითუნის ზეთი და ოდნავ მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ნიორი და პრასი. დავყაროთ ისპანახი და მჟაუნა, მაღალ ცეცხლზე ოდნავ მოვწალოთ და გადავიტანოთ ბლენდერში, დავუმატოთ ცოტა ბოსტნეულის ბულიონი და დავაბლენდეროთ. შევაზავოთ მარილით და პილპილით. გადავიტანოთ ქვაბში და ერთხელ წამოვადუღოთ. შეგვიძლია თეფშზე დავუმატოთ მოხარშული კვერცხი.

ჟურნალი "გემრიელია" (აპრილის ნომერი)

ტეგები:
წვნიანი მჟაუნა ნანახია: 7976