როგორ მოვამზადოთ ალუბლის ლიქიორი 3 ინგრედიენტისგან
დრო 0წთ
ულუფა 10
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

სქელი, არომატული და სასიამოვნო მოტკბო-მომჟაო არომატი - აუცილებლად უნდა ჩაინიშნოთ ეს მარტივი და საოცარი რეცეპტი.

რჩევა: აირჩიეთ საღი და მოზრდილი ჯიშის ალუბალი. თუკი ნაყოფს კურკას არ გამოაცლით, ლიქიორი ოდნავ მომწარო გემოს მიიღებს. ზოგს ეს არომატი მოსწონს კიდეც. ასე რომ, თქვენი გადასაწყვეტია, გააცლით კურკას, თუ დაუტოვებთ.

ინგრედიენტები

  • ალუბალი - 1 კგ
  • შაქარი - 2 კგ
  • არაყი - 1 ლ
მომზადების წესები

3 - ლიტრიან ქილაში მოათავსეთ გარეცხილი და გარჩეული ალუბალი, დაუმატეთ 1 კგ შაქარი და დაასხით 0,5 ლ არაყი. დააფარეთ ქილას ბამბის ქსოვილი ან მარლა და მოუჭირეთ რეზინი. მოთავსეთ თბილ ადგილას 7 დღის განმავლობაში.

ყოველდღიურად შეანჯღრიეთ ქილა.

შემდეგ გადაწურეთ. ძაბრში მოათავსეთ ბამბა და ასე გაფილტრეთ სიროფი.

შემდეგ სიროფს დაუმატეთ 1 კგ შაქარი და დარჩენილი არაყი. შეათბეთ, სანამ შაქარი მთლიანად არ გადნება და კვლავ გაფილტრეთ ძაბრისა და ბამბის მეშვეობით.

გააჩერეთ ლიქიორი კიდევ ერთი დღე, შემდეგ ჩამოასხით ბოთლებში და დააფარეთ ჰერმეტული თავსახურები.

ლიქიორის სუფრასთან მიტანა შეგიძლიათ დარიჩინის ჩხირით. ასე სასმელი ბევრად არომატული გახდება.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ალუბალი ლიქიორი არაყი ნანახია: 9279