გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. ათქვიფეთ კვერცხი და რძე. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და კარგად აურიაეთ, რომ ფქვილი ბოლომდე გაიხსნას. გაადნეთ კარაქი და ოდნავ შეაგრილეთ. დაუმატეთ კარაქის ნახევარი ცომში, აურიეთ, შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი კარაქი და კვლავ კარგად აურიეთ. წაუსვით კექსის პატარა ფორმებს ცოტაოდენი ზეთი (დაგჭირდებათ დაახლოებით 16-18 ცალი ფორმა). ფორმა ცომით გაავსეთ ¼-ით. მოათავსეთ გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 15 წუთი, ანუ სანამ ცომი არ ამოვა და არ დაიბრაწება. გამოიღეთ ფორმები ღუმელიდან, გააჩერეთ რამდენიმე წუთით ბლინები ფორმებში, შემდეგ ამოიღეთ და გაავსეთ გულსართით თქვენი გემოვნებით. ეს შეიძლება იყოს კენკრის ჯემი, ხაჭო, ხილის სალათა ან ყველი და ლორი ერთად. გემრიელად მიირთვით!