ბრაუნისთვის შოკოლადი და კარაქი გაადნეთ წყლის აბაზანაზე. ცალკე ჯამში აურიეთ ფქვილი, კაკაო, დარიჩინი და ჯანჯაფილი. კვერცხი და შაქარი აურიეთ (არ ათქვიფოთ), შემდეგ დაუმატეთ ნაღები და გამდნარი შოკოლადის მასა. ვაშლი გაფცქვენით და დაჭერით პატარა კუბიკებად. ასევე დაჭერით ფინიკი. ცომის ძირითად მასას დაუმატეთ ჯერ მშრალი, ფქვილის მასა, შემდეგ კი დაჭრილი ხილი. ჩაასხით მიღებული მასა ცხიმწასმულ ფორმაში (18 X 18 -ზე სმ-ის), აცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი. გამომცხვარი და ჯერ კიდევ ცხელ-ცხელი ბრაუნი დანამეთ ფუნჯის მეშვეობით კალვადოსით ან კონიაკით. კარამელისთვის გაჭერით შუაზე ვანილის ჩხირი, ჩაფშვენით თესლი ნაღებში, დაუმატეთ დარიჩინი, დადგით ცეცხლე და მიიყვანეთ თითქმის ადუღებამდე. შაქარი დაყარეთ უწვავი ზედაპირის მქონე ტაფაზე, გააცხელეთ საშუალო ცეცხლზე, სანამ შაქარი არ გადნება და არ გაყავისფრდება. დაუმატეთ გადაწურული ნაღები (ფრთხილად! ნაღები შეიძლება ამოიშხეფოს), აურიეთ. დაუმატეთ კარაქი და მარილი, კვლავ აურიეთ და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე რამდენიმე წუთ. ნამცხვრის ასაწოყობად დაჭერით ბრაუნი ოთხკუთხედებად, მოასხით კარამელი და გააცივეთ. მორთეთ თქვენი გემოვნებით. გემრიელად მიირთვით!