სტაფილო გახეხეთ , მოასხით თაფლი, ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. ეს სალათა სამ კვებაზე გადაანაწილეთ. შუალედებში შეგიძლიათ მიიღოთ სასურველი სახეობის ერთი ხილი. ასე მოიქეცით 3 დღე. მეოთხე დღეს, რეციონში ცოტაოდენი კარტოფილის და პურის დამატებაც შეიძლება. დილაობით შეგიძლიათ მიიღოთ რძე ან კეფირი, შეჭამოთ 1 ს.კ არაჟანი. მათში შემავალი ცხიმები აუცილებელია , რათა ორგანიზმმა სტაფილოდან უკეთ შეითვისოს ბეტა-კაროტინი და სხვა სასარგებლო ნივთიერებები.