კატალონიური ნაღების კრემი
დრო 180წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ყველაზე პოპულარული ესპანური დესერტი - Crema catalana, ასევე ცნობილია, როგორც crema de Sant Josep, რადგანაც ტრადიციულად ის 19 მარტს. წმინდა იოსების ხსენების დღეს მზადდება.

ეს გახლავთ ფრანგული კრემ-ბრიულეს უფრო მარტივი და მსუბუქი ვერსია.

ინგრედიენტები

  • შაქარი - 1 1/4 ჭიქა
  • სიმინდის სახამებელი - 3 ს/კ
  • დარიჩინის ჩხირი - 2 ცალი
  • ნაღები 20% - 1 ლ
  • 1 ლიმონის ცედრა
  • 1 ფორთოხლის ცედრა
  • კვერცხის გული - 8 ცალი

მომზადების წესები

ჯამში ჩასხით 1 ჭიქა ცივი ნაღები, გახსენით მასში სახამებელი, დაუმატეთ კვერცხის გული და კარგად ათქვიფეთ ხელის ზამბარით.

ლიმონისა და ფორთოხლის ცედრა გახეხეთ წვრილად. დარჩენილი ნაღები ჩაასხით სქელძირიან ქვაბში, დადგით საშუალო ცეცხლზე, დაუმატეთ 1 ჭიქა შაქარი, დარიჩინი და ცედრა. მიიყვანეთ მასა ადუღებამდე. გადმოდგით ცეცხლიდან, ამოიღეთ დარიჩინის ჩხირები.

ცხელ ნაღებში წვრილ ნაკადათ ჩაუშვით კვერცხის გულისა და ნაღების მასა. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე და ისე, რომ არ მიიყვანოთ ადუღებამდე, მიიყვანეთ კრემი გასქელებამდე, შეუჩერებლად ურიეთ 10-12 წუთის განმავლობაში.

ჩამოასხით კრემი კერამიკის ფიალებში, გააცივეთ და შედგით მაცივარში მინუმუმ 2 საათით.

სუფრასთნ მიტანის წინ კრემს მოაყარეთ ტაფაზე ოდნავ მომწვარი შაქარი.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
კრემი კრემ-ბრიულე ნანახია: 1783