სირნიკები მანანის ბურღულით
სირნიკები მანანის ბურღულით
დრო 40წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხაჭო - 600 გ
  • კვერცხი - 3
  • შაქარი - 60 გ
  • ქიშმიში - 50 გ
  • მარილი
  • მანანის ბურღული - 180 გ
მომზადების წესები
ხაჭოს დავამატოთ კვერცხი და კარგად ავურიოთ. შემდეგ დავამატოთ შაქარი, მარილი და 4-5 ს.კ მანანის ბურღული. დავდგათ 20-30 წუთით. ამ დროში მანი გაფუვდება და სირნიკები უკეთ დაიჭერს ფორმას.

დავამატოთ გარეცხილი და გამშრალი ქიშმიშიც. კოვზით ამოვიღოთ ცომი, ამოვავლოთ დარჩენილ მანანის ბურღულში და შევწვათ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.
ტეგები:
ხაჭო ქიშმიში მანანის ბურღული ნანახია: 13159