დარბილებული კარაქი, დაფშვნილი ორცხობილა და ერთი კვერცხი კარგად ავურიოთ.ორცხობილის ნაცვლად ასევე შეგიძლიათ ფქვილი(50გ) და შვრიის ფანტელები(200გ) ავურიოთ. გავაკეთოთ ცომის გუნდა და მაცივარში გავაჩეროთ მინ 30 წუთი. თუ ცომი საკმარისად გამაგრდა, შეგვიძლია გავაბრტეყლოთ და საცხობ ფორმაში გადავიტანოთ.ან პირდაპირ ყალიბში მოვათავსოთ ნაწილ-ნაწილ და ხელის მეშვეობით გავაბრტეყლოთ.კვლავ შევდოთ მაცივარში ცომი რომ გამაგრდეს.იმისთვის რომ მივიღოთ იდეალური და ჰაეროვანი ხაჭოს ნამცხვარი, სასურველია ხაჭო საცერში კოვზით გავატაროთ ან დავაბლენდეროთ.ასე ხაჭო ერთგავროვანი მასა გახდება და კორკოშებიც არ ექნება.ცალკე ჯამში ავთქვიფოთ 2 კვერცხის გული და შაქარი ცოტა ვანილთან ერთად. მიღებულ გოგლიმოგლს ნაზად ავურიოთ ხაჭო და არაჟანი.გამოვიღოთ ფორმა მაცივრიდან, მოვათავსოთ ხაჭოს შიგთავსი და გამოვაცხოთ 170 გრადუსზე 50 წუთის განმავლობაში, თუ ორცხობილის ცომით ვაცხობთ. შვრიის ცომის შემთხვევაში, თავდაპირველად ტარტის ფირფიტა უნდა გამოვაცხოთ ღუმელში დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში. ფორმას დააფარეთ პერგამენტის საცხობი ქაღალდი და ზემოდან დააყარეთ ლობიო, წიწიბურა ან ბრინჯი, რომ ცომი არ აფუვდეს და თავისი ფორმა შეინარჩუნოს. გავაგრილოთ ტარტის ფირფიტა, მოვათავსოთ ხაჭოს შიგთავსი და შევაბრუნოთ ღუმელში. გამოვაცხოთ ხაჭოს ტარტი 170 გრადუსზე 50 წუთის განმავლობაში. ნამცხვარი დავტოვოთ ღუმელში გასაგრილებლად 1 საათით. ამასობაში ორთქლის აბანაზე გავადნოთ თეთრი შოკოლადი. ერთგვაროვან ხავერდოვან მასას რომ მივიღებთ, მოვასხათ გაგრილებულ ტარტს, მოვაყაროთ ჟოლო, მარწყვი ან რომელიმე კენკრის სახეობა და რამდენიმე საათით შევდოთ მაცივარში გასაგრილებლად. როდესაც ტარტი კარგად გაცივდება და მისი შიგთავსი გამაგრდება, შეგიძლიათ მიირთვათ.