გაფცქვენით ბანანი და დაჭყლიტეთ ჩანგლით. არაქისის კარაქს შეურიეთ შაქარი, დაუმატეთ ბანანის პიურე და შოკოლადის დროპსები. აურიეთ. დაუმატეთ ფქვილი მარილი და გამაფხვიერებელი. მშრალი მასა შეურიეთ ბანანისა და კარაქის მასას. გააკეთეთ ცომისგან პატარა ბურთები, მოათავსეთ პერგამენტდაფენილ ღუმელის ფირფიტაზე, ოდნავ ხელით გააბრტყელეთ და აცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში.