ქათმის ფილე გარეცხეთ და დააბლენდერეთ ნაღებთან ერთად, შეგიძლიათ გაატაროთ და შემდეგ დაუმატოთ ნაღები. დაუმატეთ ფარშს მარილი და პილპილი გემოვნებით. შავი ქლიავის ჩირი დაალბეთ წინასწარ 15-20 წუთი წყალში, შემდეგ გადაწურეთ. გააკეთეთ ფარშისგან კატლეტები, გულში კი მოათავსეთ შავი ქლიავის ჩირი. შეწვით ორივე მხრიდან საშუალო ცეცხზლე. სუფრასთან მიიტანეთ კარტოფილის, ბარდის პიურესთან, ან ბოსტნეულის მსუბუქთან ერთად. გემრიელად მიირთვით!