ქათმის სალათა ანანასით ცომის კალათებში
დრო 35წთ
ულუფა 8
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

მოხარშეთ ქათმის ფილე და დაჭერით პატარა კუბიკებად.დაუმატეთ ასევე კუბიკებად დაჭრილი ანანასის კონსერვი, მსხვილად გახეხილი ყველი, დაჭრილი ნიგოზი, მოხარშული და დაჭრილი კვერცხი, ასევე წმინდად დაჭრილი ნიორი. 

დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და მოასხით მაიონეზი. აურიეთ. გაანაწილეთ სალათა მზა კალათებში, ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი და მწვანილი.

გემრიელად მიირთვით

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 200 გ
  • ანანასის კონსერვი - 200 გ
  • ყველი - მაგარი სახეობის, 70 გ
  • ნიორი - 1-2 კბილი
  • ნიგოზი - 30 გ
  • მარილი და პილპილი
  • კვერცხი - 2 ცალი
  • მაიონეზი - გემოვნებით
  • მზა ტარტალეტები
მომზადების წესები