Meatloaf - ხორცის პური
Meatloaf - ხორცის პური
დრო 70წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მდოგვი - 1.5 ჩ.კ
  • შაქარი - 2.5 ჩ.კ
  • კეტჩუპი - 1/3 ჭ
  • მუსკატის კაკალი - 1/3 ჩ.კ. დაფქული
  • მარილი და პილპილი
  • კვერცხი - 1
  • ოხრახუში - 1/2 კონა
  • ყველი - 1/2 ჭ
  • საფანელი - 1 ჭ
  • საქონლის ფარში - 500 გ
მომზადების წესები
გავახუროთ ღუმელი 170 გრადუსზე.

მოვათავსოთ თასში ხორცის ფარში, საფანელი, კვერცხი, მარილი, წიწაკა, ოხრახუში, მუსკატის კაკალი, ყველი და 3/4 ჭ თბილი წყალი. კარგად ავურიოთ ჩანგლით.

მოვათავსოთ პურის საცხობ ოთხკუთხედ ფორმაში.

მოვამზადოთ სოუსი: ავურიოთ კეჩუპი, მდოგვი და შაქარი, წავუსვათ თავზე ფარშს და ვაცხოთ დაახლოებით 1 სთ. რამდენიმე წუთი დავასვენოთ და დავჭრათ
ტეგები:
ხორცი ყველი ნანახია: 15251