გარეცხეთ ფილე, გააასუფთავეთ კანისგან, ამოჭერით ერთი მხრიდან ხორციდან ჯიბე და მოათავსეთ მასში ატმის ნაჭრები. ატმის 3 ნაჭერი ერთ ფილეში საკმარისი იქნება. გარედან წაუსვით მარილი და სასურველი სანელებლები. გახეხეთ წვრილ სახეხზე ყველი, დაუმატეთ არაჟანი და წვრილად დაჭრილი ან დაჭყლეტილი ნიორი. კარგად აურიეთ და დაადეთ მიღებული მასა ქათმის ფილეში მოთავსებულ ატმის ნაჭრებს. ოღონდ ბევრი არ მოგივიდეთ. გაჭრის ადგილას ფილე დაამაგრეთ ხის ჩხირებით. ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ ცოტაოდენი პარმეზანი და სანელებლები. წაუსვით ღუმელის ფირფიტას ზეთი, მოათავსეთ ქათმის ფილეები გაჭრილი კიდეთი ზევით. აცხვეთ 40 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე გახურებულ ტემპერატურაზე. მიირთვით ბრინჯთან ან ბოსტნეულთან ერთად ცხელ-ცხელი.