• კარგად დავნაყოთ პიტნა, წიწაკა და მარილი, შევურიოთ ქონდარი. უნდა მივიღოთ კრემისებური მასა. ფართოპირიან ქვაბში შევათბოთ რძე (არ ავადუღოთ!) • ყველი დავჭრათ 0,5სმ სისქის ფენებად და ჩავაწყოთ შემთბარ რძეშო ისე, რომ გაიშალოს. დავაყოვნოთ 3-5 წუთი და კოვზით მოვსინჯოთ: თუ ყველი გაიწელა, ამოვიღოთ ლითონის ლანგარზე, ხელით ოდნავ გადავზილოთ, რომ ერთგვაროვანი, მკვრივი მასა მივიღოთ, გავაბრტყელოთ 0,5სმ სისქეზე და წავუსვათ შიგთავსი. • ყველის ფენა ორჯერ გადავკეცოთ სიგრძეზე, დავაცადოთ შეგრილება და დავჭრათ სამკუთხედებად. წვენი, რომელსაც ყველის მასა გაუშვებს გაბრტყელებისას, არ გადავღვაროთ, მოვაგროვოთ ჯამში. • ქვაბში დარჩენილი რძე ძალიან დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ, რომ 1/3-ით შემცირდეს, შევაგროვოთ და დავუმატოთ ჯამში მოგროვილი სითხე. დაჭრილი გებჟალია ჩავაწყოთ სასურველ ჭურჭელში და დავასხათ მომზადებული წვენი. გებჟალია კარგად გავაცივოთ და ისე მივირთვათ. რჩევა: მომჟავო გემოს მოყვარულებს შეუძლიათ გებჟალიას წვენს მაწონი ან გათქვეფილი ნადუღი დაუმატონ ან ამ სითხის ნაცვლად მაღალპროცენტიანი ნაღები გამოიყენონ. წვენს შეიძლება ასევე დავუმატოთ გულსართის სანელებლები. ეს და კიდევ სხვა მრავალი უგემრიელესი კერძი გელოდებათ უნიკალურ პროექტში „საქართველოს კულინარიული ატლასი“, რომელიც 8 ტომად გამოვა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად. გაიგეთ როგორ მოვამზადოთ საუკეთესო ქართული კერძები, ნაბიჯ-ნაბიჯ ფოტოებით ახსნილი კერძების მომზადების პროცესი. 24 აპრილიდან თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სერიის პირველი ტომი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად.