ლიმონის ხრაშუნა ორცხობილა ნუშით
ლიმონის ხრაშუნა ორცხობილა ნუშით
დრო 90წთ
ულუფა 15
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ეს ხრაშუნა ნამცხვრები შესანიშნვია დილის ყავისთვისაც და საღამოს, მეგობრული შეხვედრებისთვისაც.

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 1 ჭიქა
  • კარაქი - 100 გ
  • შაქრის პუდრა - 110 გ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • კვერცხის ცილა - 1 ცალი
  • ლიმონის ცედრა
  • ლიმონის წვენი - 1 ს/კ
  • მწიკვი მარილი
  • დაჭრილი ნუში - 1/2 ჭიქა
  • კვერცხის ცილა - წასასმელად
  • ნუშის ფანტელი - ან დაჭრილი ნუში მოსაყრელად
მომზადების წესები

კვერცხი ჩაახალეთ ჯამში და ოდნავ ათქვიფეთ ჩანგლით.მეორე ჯამში ათქვიფეთ მიქსერით კარაქი და შაქრის პუდრა თეთრი, ჰაეროვანი მასის მიღებამდე. თითო სუფრის კოვზით დაუმატეთ კვერცხი და გააგრძელეთ თქვეფა.

გახეხეთ ლიმონის ცედრა, გამოწურეთ წვენი და ორივე დაუმატეთ ძირითად მასას.

დაუმატეთ ფქვილი, მარილი, ნუში და სწრაფად აურიეთ. 

თუ ცომი ხელებზე მაინც გეკვრით, დაუმატეთ 1 ს/კ ფქვილი.

გააკეთეთ ცომისგან 3 სმ-ის სისქის ძეხვი. გაახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და მოათავსეთ საყინულეში 1 საათით.

გაახურეთ ღუმელი 175 გრადუსამდე. დააფინეთ ლითონის ფირფიტაზე პერგამენტი. 

ოდნავ ათქვიფეთ კვერცხის ცილა. გამოიღეთ ცომი საყინულედან. მოაცალეთ ცელოფანი და დაჭერით ბასრი დანით 3-4 მმ-ის სისქის წრეებად.

დაალაგეთ ფირფიტაზე ცომის წრეები ერთმანეთისგან დიდი დაშორებით. წაუსვით თითოეულ ორცხობილას კვერცხის ცილა და მოაყარეთ ნუშის ფანტელი ან დაჭრილი ნუში.

აცხვეთ 12-15 წუთი, სანამ ორცხობილები არ დაიბრაწება.

ფრთხილად გადაიტანეთ ორცხობილა პერგამენტიანად ცხაურზე და ასე გააცივეთ.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ლიმონი ნუში ორცხობილა ნანახია: 2271