მაკარონი მოხარშეთ შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციის მიხედვით. ხახვი დაჭერით წმინდად, ნიორი დაჭყლიტეთ. გაახურეთ ტაფაზე ზეთი და მოხრაკეთ ხახვი და ნიორი 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ ფარში და თუშეთ 12-15 წუთი, თან პერიოდულად ურიეთ ხის კოვზით. დაუმატეთ ტომატპასტა, აურიეთ და თუშეთ კიდევ 2 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ 0,5 ჭიქა ცხელი წყალი, მარილი და პილპილი, აურიეთ კარგად და თუშეთ კიდევ 5 წუთი. მოხარშული და გადაწურული მაკარონი დაუმატეთ ხორცის ფარშს, ამოურიეთ და თუშეთ კიდევ 5 წუთი. თეფშზე მოაყარეთ გახეხილი ყ ველი და დაჭრილი მწვანილი. გემრიელად მიირთვით!