სალათა მაკარონით და ბოსტნეულით
დრო 15წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნიახური - 1 ღერი
  • პასტა ფარფალე - 200 გ
  • ტკბილი წიწაკა, ყვითელი - 1 ცალი
  • ზეითუნის ზეთი - 4 ს/კ
  • ბაზილიკი ან რეჰანი - 2 ღერი
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • ნიორი - 2 კბილი
  • ტკბილი წიწაკა, წითელი - 1 ცალი
  • პომიდორი - 1 ცალი
მომზადების წესები

გარეცხეთ და გაარჩიეთ ორივე ფერის ტკბილი წიწაკა, დაჭერით პატარა კუბიკებად.

ასევე დაჭერით პომიდორი და ნიახური.

ბაზილიკი (ან რეჰანი) დაჭერით წმინდად.

მოხარშეთ პასტა შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციის თანახმად.

გადაწურეთ და მოასხით ზეითუნის ზეთი.

ნიორი გაფცქვენით და დაჭერით თხელ ნაჭრებად. მოხრაკეთ ზიეთუნის ზეთში 2 წუთის განმავლობაში. გააცივეთ.

აურიეთ ერთმანეთში მაკარონი და ბოსტნეული, მოაყარეთ ბაზილიკი და დაუმატეთ ნიორი თავის ზეთიანად.

დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. აურიეთ და გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ბოსტნეული პასტა მაკარონი ნანახია: 4576