კარტოფილის კროკეტები ყველითა და სოკოთი
დრო 30წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარტოფილის პიურე - 250 გ
  • ყველი (მაგარი სახეობის) - 100 გ
  • სოკო, დაჭრილი - 100 გ
  • ლორი, ბეკონი,ძეხვი - დაჭრილი 100 გ
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • ფქვილი - 10 გ
  • კვერცხი - ოდნავ ათქვეფილი
  • საფანელი
  • ზეთი - 2 ს/კ
მომზადების წესები

კარტოფილის მზა პიურეს დაუმატეთ გახეხილი ყველი, წვრილად დაჭრილი სოკო, ლორი (ძეხვი ან ბეკონი), დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

გააკეთეთ პატარა ბურთები. ათქვიფეთ კვერცხი ჩანგლით. კარტოფილის ბურთები ამოავლეთ ჯერ ფქვილში, შემდეგ კვერცხში, ბოლოს კი - საფანელში. 

მოათავსეთ კროკეტები ცხიმწასმულ ფირფიტაზე და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით. შემდეგ გამოიღეთ, გადმოაბრუნეთ ბურთები და კვლავ აცხვეთ 10 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
კარტოფილი სოკო ყველი ნანახია: 3266