შოკოლადის მაკარუნები
შოკოლადის მაკარუნები
დრო 180წთ
ულუფა 20
სირთულე რთული
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხის ცილა - 4 ცალი
  • შაქრის პუდრა - 50 გ
  • შაქარი - 200 გ
  • დაფქული ნუში - 100 გ
  • კაკაო - 25 გ
განაში
  • შოკოლადი - 125 გ
  • ნაღები 10% - 30 მლ
  • რძე - 125 მლ
მომზადების წესები

თავდაპირველად მოამზადეთ განაში. შოკოლადი დაამტვრიეთ დიდ ნაჭრებად. ქვაბში აადუღეთ ნაღები და რძე, დაუმატეთ შოკოლადი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ მასა არ ადუღდება. თან ურიეთ.

შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან ქვაბი და გადაასხით მასა ჯამში. გადააფარეთ ცელოფანი მჭიდროდ. გააცივეთ და შედგით მაცივარში 24 საათით.

კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ. ცილა მოათავსეთ მაცივარში გასაცივებლად. ერთმანეთში აურიეთ ნუშის ფქვილი, შაქარი და კაკაო.

ღუმელის ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი და დაყარეთ მასზე თხელ ფენად მიღებული ფხვიერი, მშრალი მასა. შედგით 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 5 წუთით. შემდეგ მიღებული მასა გაატარეთ საცერში.

გაგრილებული ცილა ათქვიფეთ მყარი მასის მიღებამდე, თანდათან შეათქვიფეთ შაქრის პუდრა და დაუმატეთ ნუშისა და კაკაოს მასა.

ხის ნიჩბით ფრთხილად ამოურიეთ ქვემოდან ზემოთ მოძრაობით.

დასვით საკონდიტრო ტომრის მეშვეობით პერგამენტდაფენილ ფირფიტაზე  3-4 სმ დიამეტრის წრეები ერთმანეთისგან 4-5 სმ-ის დაშორებით. გააჩერეთ 1 საათით, რათა ცომი გამოშრეს. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ გამოცხობისას მაკარუნები არ დასკდეს.

შემდეგ მოათავსეთ ფირფიტა 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით. გამომცხვარი მაკარუნები გააგრილეთ.

განაში გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში. მაკარუნები ფრთხილად ამოაბრუნეთ, დასხვით თითოეულ მაკარუნზე განაში და დააფარეთ მეორე მაკარუნი.

გემრიელად მიირთვით!