კომბოსტოს მარტივი ღვეზელი ფენოვანი ცომით
დრო 80წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მზა ფენოვანი ცომი - 450-500 გ
  • კომბოსტო - 500 გ
  • სტაფილო - 1 ცალი
  • ხახვი - 1 თავი
  • ნიორი - 2 კბილი
  • შებოლილი ძეხვი - 2-5 ნაჭერი
  • ზეითუნის ზეთი
  • ქინძი - 1 კონა
  • კვერცხი - 1 ცალი
  • რძე - 1 ს/კ
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • არაჟანი - სუფრასთან მისატანად
მომზადების წესები

წვრილად დაჭერით კომბოსტო და ოდნავ მოხრაკეთ ზეითუნის ზეთში.

დაჭერით ძეხვი, გახეხეთ სტაფილო მსხვილად ან დაჭერით ძალიან წვრილ ჩხირებად, წმინდად დაჭერით ხახვი.

დაახლოებით 10 წუთში დაუმატეთ ზეთში ჩახრაკულ კომბოსტოს დაჭრილი ბოსტნეული და ძეხვი. მოთუშეთ და ცეცხლიდან გადმოდგმამდე რამდენიმე წუთით ადრე დაუმატეთ მასას წვრილად დაჭრილი ნიორი. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

გაალღვეთ ცომი და გააბრტყელეთ 2 თხელ ფირფიტად. ლითონის ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი, დადეთ ზემოდან ცომის ერთი ფირფიტა, მასზე გაანაწილეთ კომბოსტოს გულსართი და მოაყარეთ დაჭრილი ქინძი. დაადეთ ცომის მოერე ფირფირა და შეუწებეთ კიდეები. გააკეთეთ ჩანგლით რამდენიმე ნასვრეტი ცომის ზედაპირზე. ათქვიფეთ კვერცხი და რძე და წაუსვით ღვეზელს.

აცხვეთ 180-200 გრადუსზე 30-40 წუთი. სუფრასთან მიიტანეთ არაჟნით.

გემრიელად მიირთვით!