ბოსტნეული ყველის საბანში სამხრეთულად
ბოსტნეული ყველის საბანში სამხრეთულად
დრო 45წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • კვერცხი - 1
  • რძე - 2 ჭ
  • კარაქი - 3 ს.კ
  • ფქვილი - 2 ს.კ
  • კარტოფილი - 2-3
  • პამიდორი - 3
  • ყაბაყი - 1
  • გახეხილი ყველი - 100 გ
მომზადების წესები
ბოსტნეული დავჭრათ ძალიან თხელ ფირფიტებად და ცხიმწასმულ ფორმაში მონაცვლეობით ჩავალაგოთ. 

ფქვილი მოვშუშოთ კარაქში, დავასხათ რძე და კარგად ავურიოთ. როცა შესქელდება, ცეცხლიდან გადმოვიღოთ და ჩავამატოთ კვერცხი.

მოსტნეულს მოვაყაროთ მარილი და პილპილი,, დავასხათ სოუსი და მოვაყაროთ ყველი.

შევწვათ ღუმელში სანამ თავი არ მოებრაწება, დაახლ. 30 წთ, 180-200 გრადუსზე