ტორტი "შოკოლადის სუფლე"
ტორტი "შოკოლადის სუფლე"
დრო 90წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შავი შოკოლადი (75% და ზემოთ) - 300 გ
  • კარაქი - 100 გ + ცოტა ფორმაზე წასასმელად
  • კვერცხი - 8 დიდი ზომის
  • შაქარი - 80 გ
  • ფორთოხალი - 1 ცალი
  • ფორთოხლის ლიქიორი - 20 მლ
მოსართავად:
  • ხილის სოუსი
  • სასურველი კენკრა
მომზადების წესები

შოკოლადი დაამტვრიეთ, ჩაყარეთ ჯამში და დადგით წყლის აბაზანაზე, დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი კარაქი და გაადნეთ.

წვრილ სახეხზე გახეხეთ ნახევარი ფორთოხლის ცედრა, ნახევარს კი სპეციალური საჭრელით გააცალეთ თხლად კანი.

კვერცხის გული გააცალკევეთ ცილისგან. კვერცხის გული ათქვიფეთ შაქრის ნახევართან ერთად, თეთრი, ჰაეროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ გამდნარი შოკოლადი და კარაქი და ოდნავ შემთბარი ლიქიორი. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ცალკე ათქვიფეთ ცილა დარჩენილ შაქართან ერთად მკვრივი მასის მიღებამდე. 3 ეტაპად დაუმატეთ კვერცხის გულისა და შოკოლადის მასა. აურიეთ ხის კოვზით, ქვემოდან ზემოთ მოძრაობით.

მრგვალ, დასაშლელ 24-16 სმ დიამეტრის ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.წაუსვით კარაქი. დააცხვეთ 180 გრადუსზე 50 წუთის განმავლობაში.

გამომცხვარ ტორტს გადააფარეთ ფოლგა და დადგით გასაცივებლად. ამოიღეთ ფრთხილად ტორტი ფორმიდან და მორთეთ კენკრით, ფორთოხლის ცედრით და სოუსით.

გემრიელად მიირთვით!

 

ტეგები:
ტორტი შოკოლადი სუფლე ნანახია: 2681