ბელგიური ვაფლები დარიჩინით და ბანანის კრემით
+ N/A
ბელგიური ვაფლები დარიჩინით და ბანანის კრემით
დრო 90წთ
ულუფა 9
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 300 გ
  • შაქარი - 200 გ
  • რძე - 300 მლ
  • კეფირი - 125 მლ
  • კვერცხი - 2 ცალი
  • ზეთი - 140 მლ
  • დარიჩინი - 2 ჩ/კ
  • სოდა - 1,5 ჩ/კ
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
  • ზეთი - ფორმაზე წასასმელად
კრემი:
  • ბანანი - 1 ცალი
  • ხაჭო - 90 გ
  • ნატურალური იოგურტი - 70 მლ
  • თაფლი - 1 ჩ/კ
მომზადების წესები

ერთმანეთში აურიეთ ფქვილი, შაქარი, დარიჩინი, სოდა, გამაფხვიერებელი. 

მეორე ჯამში კი აურიეთ კეფირი, რძე, კვერცხის გული და ზეთი. კარგად აურიეთ და შეურიეთ მშრალი ინგრედიენტების მასას. 

აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

კიდევ ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხის ცილა მკვრივი ღრუბელვით მასის მიღებამდე და ფრთხილად შეურიეთ ცომს.

უნდა მიიღოთ ოლადების ცომის კონსისტენციის მასა.

გააახურეთ ვაფლის საცხობი. წაუსვით ზეთი და გამოაცხვეთ გაფლები 5-5 წუთის განმავლობაში თავდახურულ საცხობში.

ახლა კი მოამზადეთ კრემი: გაფცქვენით და დაჭერით ბანანი. მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ ხაჭო, იოგურტი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ვისაც უფრო ტკბილი უნდა, დაუმატეთ 1 ჩ/კ თაფლი.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
კრემი დარიჩინი ბანანი ვაფლი ნანახია: 6250