ყავა ბათუმურად
დრო 40წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ახალდაფქული ყავა - 2 ჩ/კ (სავსე)
  • შაქარი - 2 ჩ/კ
  • ნიორი - 1 კბილი
  • წყალი - 2 ყავის ჭიქა
მომზადების წესები

მოხალეთ ყავის მარცვლები, სქელძირიან ტაფაში (სასურველია, თუჯის), დაბალ ცეცხლზე. თან ურიეთ ხის კოვზით.

იმისათვის, რომ ყავის არომატი გააძლიეროთ, ტაფაში დაუმატეთ 1 კბილი ნივრის კბილი. მოხალეთ იქამდე, სანამ მარცვლები ცხიმიან საფარს არ გაიკეთებს.

გადაიტანეთ მოხალული მარცვლები ქაღალდზე და გააგრილეთ. შემდეგ კი დანაყეთ წმინდად ან დაფქვით საფქვავით.

ჩაყარეთ ჯეზვეში 1 ჩაის კოვზი დაფქული ყავა, დაუმატეთ შაქარი გემოვნებით, დაასხით ცივი წყალი და დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე (არ  მოურიოთ). დაელოდეთ, სანამ ქაფი დაიწყებს ამოსვლას, სწრაფად მოურიეთ, შემდეგ კვლავ აცალეთ ქაფს ამოსვლა და დაასხით ყავა გაცხელებული ფინჯანში. 

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ყავა ნანახია: 6358