რძეში შეურიეთ წყალი, დაუმატეთ საფუარი, შაქარი, ცოტაოდები ფქვილი, აურიეთ, გადააფარეთ ხელსახოცი და გააჩერეთ თბილ ადგილას 10-15 წუთი. შემდეგ დაუმატეთ დარბილებული კარაქი, კვერცხი, მარილი, ვანილი და დარჩენილი ფქვილი. მოზილეთ ცომი. გადააფარეთ სუფთა ჩაის ტილო და გააჩერეთ თბილ ადგილას დაახლოებით 1 საათი, ანუ სანამ 2-ჯერ არ მოიმატებს მოცულობაში. შემდეგ გაყავით ცომი რამდენიმე თანაბარ ნაწილად. ერთი ნაწილი გააბრტყელეთ ოვალის ფორმაზე. გაუკეთეთ ჩიტის "თავი" და "ნისკარტი". ბოლოებში გაუკეთეთ ჩანაჭრები (იხ. ფოტო) ამოზრნიქეთ ჩანაჭრების ნაწილი ზევით. მოათავსეთ "ჩიტუნები" ზეთწასმულ ფირფიტაზე. გაუკეთეთ "თვალები" ქიშმიშით ან შავი ქლიავის დაჭრილი ჩირით. აცხვეთ ფუნთუშები 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში. ცხელ-ცხელ გამომცხვარ ფუნთუშებს წაუსვით კარაქი. გემრიელად მიირთვით!