კარტოფილი სან-ფლორენტანი
დრო 45წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • წვრილი ვერმიშელი - 70-100 გ
  • ფქვილი - 130-150 გ
  • ლორი - 100 გ
  • კარტოფილი - 1,5 კგ
  • საფანელი - 80-100 გ
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • ზეთი - ფრიტიურისთვის
  • კარაქი - 50 გ
  • კვერცხი - 6 ცალი
  • მუსკატის კაკალი (ჯავზი) - 0,3 ჩ/კ
მომზადების წესები

კარტოფილი გაფცქვენით, დაჭერით 3-4 ნაწილად. მოხარშეთ ადუღებულ მარილწყალში. შემდეგ გადაუღვარეთ წყალი და გამოაშრეთ თავდახურულ ქვაბში ძალიან დაბალ ცეცხლზე. კარტოფილის კანი უნდა გათეთრდეს.

შემდეგ გახეხეთ ქვაბში ან გაატარეთ მსხვილ საცერში, დაუმატეთ მუსკატის კაკალი, მარილი, პილპილი, კარაქი და ცოტა ხანს მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე. თან ურიეთ.

გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ 4 კვერცხის გული და წვრილად დაჭრილი ლორი. 

2 კვერცხი და 2 კვერცხის ცილა ათქვიფეთ, დაუმატეთ მწიკვი მარილი.

დაფქვით ვერმიშელი მსხვილად და შეურიეთ საფანელი. 

გადაიტანეთ კარტოფილის მასა ფქვილმოყრილ ზედაპირზე. თუ პიურე თხელია და იშლება, დაუმატეთ ცოტა ფქვილი. გააკეთეთ პიურესგან 1,5-2 სმ დიამეტრის ძეხვის ფორმა და დაჭერით მოგრძო, თანაბარ ნაჭრებად.

თითოეული ნაჭერი ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ წამოაცვით ჩანგალზე და ამოავლეთ ჯერ საფანელში, შემდეგ ათქვეფილ კვერცხში. შეწვით 160-180 გრადუსზე გახურებულ ბევრ ზეთში. როცა ყველა მხრიდან დაიბრაწება, გადაიტანეთ ქაღალდის ხელსაცხორცზე და მოაშორეთ ზედმეტი ცხიმი.

სუფრასთან მიიტანეთ ცხელ-ცხელი.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
კარტოფილი ნანახია: 1564