ჭარხლისა და სტაფილოს დეტოქს-კოქტეილი
ჭარხლისა და სტაფილოს დეტოქს-კოქტეილი
დრო 15წთ
ულუფა 1
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ორგანიზმის გაწმენდა ისევე აუცილებელია, როგორც მაგალითად, დაბანა, სახლის დალაგება და ჭურჭლის გარეცხვა. ამისათვის შესანიშნავი ვარიანტია ჭარხლისა და სტაფილოს კოქტეილი ნიახურითა და ვაშლით.

ინგრედიენტები

  • ჭარხალი - საშუალო, 2 ცალი
  • სტაფილო - საშუალო, 2 ცალი
  • ვაშლი - დიდი ზომის, 1 ცალი
  • ნიახური - 2 ღერი
მომზადების წესები

გაფცქვენით ჭარხალი და სტაფილო და დაჭერით მსხვილ ნაჭრებად.

ვაშლი გაჭერით რამდენიმე ნაწილად, ამოაჭერით გულები.

წვენსაწურში მოათავსეთ ჭარხალი, სტაფილო, ვაშლი და ნიახური, გამოწურეთ წვენი.

მიღებული წვენი მიიღეთ მაშინვე, არ შეინახოთ.