ალვახაზი
დრო 60წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • თაფლი - 500გრამი
  • ნუში - 100 გრამი

მომზადების წესები

500 გრამი თაფლი ჩავასხათ ალუმინის ქვაბში და ნელ ცეცხლზე ვადუღოთ, თან განუწყვეტლივ ვურიოთ. დაახლოებით ნახევარი საათის დუღილის შემდეგ გადმოვდგათ, დავასხათ წყალმოსხმულ ღრმა თეფშზე და გავაციოთ.

გაგრილებული თაფლი თეფშიდან გადმოვიღოთ ფიცარზე და დავუწყოთ ზელა ცივ წყალში ამოვლებული ხელებით. დიდხანს ვზილოთ, ხელით გავწიოთ და გადავკეც-გადმოვკეცოთ და ასე რამდენჯერმე. ამის შედეგად თაფლი თანდათან გათეთრდება, რის შემდეგაც უნდა დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად და ბოლოს ამოვავლოთ წვრილად დაჭრილ ნუშში ან მოხალულ ნიგოზში.

ავტორი:
gvantsa kevkhishvili
ტეგები:
მკითხველის რეცეპტი ნანახია: 1158