4 კილოგრამი გარჩეული მაყვალი ჩავყაროთ სამურაბე ქვაბში და ზედ ფენა-ფენა მოვაყაროთ 2 კილოგრამი შაქარი. ასე დავტოვოთ რამდენიმე საათის განმავლობაში. შემდეგ დავასხათ 2 კილოგრამი შაქრისა და 4 ჩაის ჭიქა წყლისაგან მოდუღებული სიროფი, დავდგათ ცეცხლზე და ჩვეულებრივი წესით მოვხარშოთ.