ქლიავის მურაბა
ქლიავის მურაბა
დრო 120წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქლიავი - 5კგ
  • შაქარი - 7კგ
  • წყალი - 10-12 ჩაის ჭიქა
მომზადების წესები

ყვითელი ან წითელი ქლიავი გავარჩიოთ, გავრეცხოთ ცივ წყალში, დავჩხვლიტოთ და ჩავყაროთ ღრმა ჭურჭელში. სამურაბე ქვაბში მოვხარშოთ სიროფი 7 კილოგრამი შაქრისა და 10-12 ჩაის ჭიქა წყლისგან.

ნელთბილი სიროფი დავასხათ ქლიავს და ასე შევინახოთ მეორე დღემდე. მეორე დღეს გადმოვწუროთ სიროფი, ვადუღოთ 15-20 წუთი და ისევ ნელთბილი დავასხათ ქლიავს. მესამე დღეს ქლიავი მოვხარშოთ ამავე სიროფში ჩვეულებრივი წესით.

ავტორი:
gvantsa kevkhishvili
ტეგები:
მკითხველის რეცეპტი ნანახია: 11188