მაფინები ყველითა და ნივრით
მაფინები ყველითა და ნივრით
დრო 45წთ
ულუფა 15
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ასე მომზადებული მაფინები არა მხოლოდ საუზმისთვის არის იდეალური, არამედ შესანიშნავია ვახშმად, ან წასახემსებლად...

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 2 ჭიქა
  • გამაფხვიერებელი - 1,5 ჩ/კ
  • სოდა - 1/2 ჩ/კ
  • მარილი - 1/2 ჩ/კ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • რძე - 3/4 ჭიქა + 2 ს/კ
  • თეთრი ძმარი - 1 ჩ/კ
  • არაჟანი - 3 ს/კ
  • ზეთი - 4 ს/კ
  • დაჭრილი ოხრახუში - 1/4 ჭიქა
  • ნიორი - 3 კბილი
  • ყველი (მაგარი სახეობის) - გახეხილი, 2 ჭიქა
  • კარაქი - 90 გ
  • მოცარელა - 12 ბურთულა
მომზადების წესები

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.

წაუსვით ზეთი მაფინების ან კექსისი ფორმებს.

დარბილებულ კარაქში შეურიეთ დანაყილი ან დაჭყლეტილი ნიორი და მოათავსეთ ჯამი 30 წამით მიკროტალღურ ღუმელში.

გაცერით ერთად ფქვილი, მარილი, გამაფხვიერებელი და სოდა. გაუკეთეთ შუაგულში ღრმული. ღრმულში ჩაასხით რძე, ძმარი, ზეთი და არაჟანი, დაუმატეთ კვერცხი და აურიეთ.

დაუმატეთ გახეხილი ყველი და კვლავ აურიეთ.

გაანაწილეთ მომზადებულ ფორმებში მიღებული ცომი, ზემოდან მორთეთ ნივრიანი კარაქით და მოცარელათი.

აცხვეთ 20-25 წუთი. მორთეთ დაჭრილი ოხრახუშით და სუფრასთან მიიტანეთ ცხელ-ცხელი.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
მაფინი ნიორი ყველი ნანახია: 1789