დიეტოლოგების მიერ შემუშავებული ბოსტნეულის წვნიანი
დიეტოლოგების მიერ შემუშავებული ბოსტნეულის წვნიანი
დრო 25წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მწვანე ბულგარული წიწაკა - 2 ცალი
  • ხახვი - 4-5 საშუალო თავი
  • ნიორი - 1 კბილი
  • კომბოსტო - ჩვეულებრივი, ან ყვავილოვანი 1 პატარა თავი
  • პომიდორი - 1 ცალი
  • ტომატპასტა - 1 ჩ/კ
  • ქინძი, ოხრახუში, ნიახური - თითო ღერი
  • ბულიონის კუბიკი - ბოსტნეულის, 2 ცალი
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • წყალი - 2 ლ
მომზადების წესები

ავიღოთ საშუალო ზომის ქვაბი და ჩავყაროთ შიგნით პატარა კუბებად დაჭრილი ბოსტნეული: 2 მწვანე ბულგარული; 4-5 საშუალო თავი ხახვი; 1 კბ. ნიორი; ჩვეულებრივი ან ყვავილოვანი კომბოსტო, რომელსაც ასევე კუბებად დაჭრით (უფრო გემრიელი გამოდის ბროკოლით, ოღონდ დიდხანს ნუ მოხარშავთ. ბროკოლი ქვაბის გამორთვამდე 5-7 წუთით ადრე ჩაყარეთ); 1 პატარა პომიდორი (ჩაის კოვზით ტომატ-პასტაც შეგიძლიათ); თითო ძირი მწვანილი (ქინძი, ოხრახუში, თითო ღერი ნიახურიც ჩაახარშეთ); 2 ცალი ბოსტნეულის კუბი ("გალინა ბლანკა"); მარილი, წიწაკა, პილპილი - გემოვნებით. დაასხით 2 ლიტრი წყალი და მოხარშეთ. სუპი უცხიმოდ უნდა მიირთვათ იმდენჯერ, რამდენჯერაც მოგშივდებათ.

მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ ჩვეულებრივი კომბოსტო ჩაანაცვლოთ ყვავილოვანით, ან ბროკოლით.

სასურველია, რაციონიდან ამოიღოთ ტკბილეული და თეთრი პური.

 

ტეგები:
წვნიანი ბოსტნეული დიეტა ნანახია: 67928