ჯამში აურიეთ ფქვილი შაქარი და მარილი. შემდეგ დავუმატოთ კუბიკებად დაჭრილი დარბილებული კარაქი და დავიწყოთ ცომის მოზელვა. შემდეგ დავუმატოთ კვერცხი და მოვზილოთ ფხვიერი ცომი. გავაკეთოთ ცომისგან გუნდა, გავახვიოთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და მოავათავსოთ მაცივარში 30 წუთი. გაცივებული ცომი გავაბრტყელოთ 3-5 მმ სისქის ფირფიტად და ამოვჭრათ სასურვებლი ფორმის ორცხობილები. გადაიტანეთ ორცხობილები პერგამენტდაფენილ ღუმელის ფირფიტაზე და აცხვეთ 8 წთ წინასწარ 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. დააქუცმაცეთ თხილი ბლენდერში, ძალიან წმინდად არ დაფქვათ, უნდა იგრძნობოდეთ თხილის ნაჭრები ორცხობილაში. შეურიეთ დაქუცმაცებული თხილი წინასწარ წყლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში გამდნარ შოკოლადში. წაუსვით გამომცხვარი და გაციებული ორცხობილის ერთ ნაჭერს შოკოლადის კრემი და დააფარეთ მეორე ორცხობილა. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ ორცხობილებს შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!