გამომცხვარი კარტოფილი სოკოთი და ლორით
გამომცხვარი კარტოფილი სოკოთი და ლორით
დრო 60წთ
ულუფა 5
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ამ კერძს განსაკუთრებულ გემოსა და სინაზეს ანიჭებს არაჟანი, ხოლო არომატს - კამა.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 4 მოზრდილი
  • ლორი - 200 გ
  • ქამა სოკო - 200 გ
  • დაკონსერვებული სიმინდი - 1 მუჭა
  • არაჟანი - 4 ჩ/კ
  • კამა - რამდენიმე ღერი
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები

გარეცხეთ კარგად კარტოფილი, შეამშრალეთ და მოათავსეთ ღუმელის ფირფიტაზე.

აცხვეთ წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთი. 

ამასობაში დაჭერით ლორი პატარა ნაჭრებად, ხოლო სოკო თხლად.

მოხრაკეთ ლორი მშრალ ტაფაზე დაბრაწვამდე, შემდეგ კი გადაიტანეთ ჯამში.

ასევე მოხრაკეთ სოკო გატაში, სანამ გაშვებული წვენი მთლიანად არ ამოშრება. შემდეგ დააბრუნეთ ლორი ტაფაში და ამოურიეთ. 

გამომცხვარი კარტოფილი ჩაჭერით სიგანეზე, ოღონდ ბოლომდე არ გაჭრათ. ჩადეთ თითოეული კარტოფილის შუაგულში თითო კოვზი არაჟანი და ცოტაოდენი სიმინდი.

დაუმატეთ სოკო და ლორი და მოაყარეთ დაჭრილი კამა.

 

ტეგები:
კარტოფილი ლორი სოკო ნანახია: 2220