დარიჩინიანი ბაგეტი ჩაისთვის
დრო 15წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ჩაისთან შესანიშნავი მისაყოლებელია დარიჩინიანი ბაგეტი. ის ისეთი არომატული და გემრიელია, რომ ბავშვებიც სიამოვნებით მიირთმევენ და უფროსებიც.

ინგრედიენტები

  • ბაგეტი - 4 ნაჭერი
  • კვერცხი - 2 ცალი
  • რძე - 1/4 ჭიქა
  • მწიკვი მარილი
  • შაქარი - 1/4 ჭიქა
  • დარიჩინი - დაფქული, 1/2 ჩ/კ
  • კარაქი - 3 ს/კ
  • ნეკერჩხლის სიროფი - სუფრასთან მისატანად
მომზადების წესები

დაჭერით ბაგეტი თანაბარი ზომის კუბიკებად.

ჯამში ჩანგლით აკურატულად ათქვიფეთ კვერცხი, რძე და მარილი. 

ცალკე ჯამში ერთმანეთში აურიეთ შაქარი და დარიჩინი.

დადგით საშუალო ცეცხლზე ტაფა და გაადნეთ მასზე კარაქი.

ამოავლეთ ბაგეტის თითოეული ნაჭერით კვერცხის მასაში და შეწვით ყველა მხრიდან კარაქში 2-3 წუთის განმავლობაში.

შემწვარი ცხელ-ცხელი ბაგეტები ამოავლეთ შაქრისა და დარიჩინის მასაში და მოათავსეთ ღრმა ფორმაში.

სუფრასთან მიიტანეთ ნეკერჩხლის სიროფთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!

 

ტეგები:
ბაგეტი დარიჩინი ნანახია: 3545