სულუგუნის და ყურძნის სალათა
დრო 20წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოდ ინგრედიენტების ასეთი შეხამება, მაგრამ დაგვიჯერეთ, სალათა არის უგემრიელესი. ღირს ამ რეცეპტის ჩანიშვნა.

ინგრედიენტები

  • სალათის ფოთლები - 150 გ
  • თეთრი ყურძენი - 75 გ
  • შავი ყურძენი - 75 გ
  • სულუგუნი - 300 გ
  • ზეითუნის ზეთი - 7 ს/კ
  • ნედლი ქონდარი - გემოვნებით
  • ნედლი ბაზილიკი - გემოვნებით
  • ლიმონის წვენი - 1 ს/კ
  • შაქრის პუდრა - 1/2 ჩ/კ
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები

თავდაპირველად მოამზადეთ სალათის სოუსი: ერთმანეთში შეურიეთ ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი და შაქრის პუდრა, დაუმატეთ მარილი და პილპილი, ქონდარი, ათქვიფეთ ჩანგლით და გააჩერეთ ცოტა ხნით.

ყურძნის ლებნები გაჭერით შუაზე. ჯამში აურიეთ სალათის ფოთლებთან ერთად. 

დაჭერით სულუგუნი თხელ ნაჭრებად და დაბრაწეთ ზეითუნის ზეთში მაღალ ცეცხლზე ორივე მხრიდან.

დაუმატეთ შემწვარი ყველი სალათის ფურცლებს და ყურძენს და მოასხით მზა სოუსი.

სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!

 

ტეგები:
სალათა ყურძენი სულუგუნი ნანახია: 1265