თუ ძვლიანი ხორცი გაქვთ, გაარჩიეთ ძვლებისდგან და დაჭერით პატარა კუბიკებად. ჩაასხით ქვაბში 2-2,5 ლ წყალი და მოათავსეთ მასში ხორცი და ძვლები. მიიყვანეთ ბულიონის ადუღებამდე, მოხადეთ ქაფი, დაუწიეთ ცეცხლს, დაუმატეთ მარილი და ხარშეთ 1-1,5 საათი. როცა ბულიონის მზად იქნება, ამოიღეთ ხორცი და ძვლები და გაწურეთ წვენი. დაჭერით ხახვი წმინდად და მოხრაკეთ ზეთში. როგორც კი ხახვი შევარდისფრდება, დაუმატეთ ხორცი და ხრაკეთ 5 წუთი. შემდეგ დაასხით 4-5 ს/კ ბულიონი და მოთუშეთ 15 წუთი თავდახურულ ტაფაში. გაფცქვენით პომიდორი (მარტივად გაფცქვნით, თუკი ჯერ გადაავლებთ მდუღარე წყალს), დაჭერით კუბიკებად და დაუმატეთ ხორცს. გააგრძელეთ მოთუშვა 10 წუთი. შემდეგ გადაიტანეთ ტაფაში მოთუშული ინგრედიენტები ქვაბში, ცხელ ბულიონში, დაუმატეთ დაფნის ფოთოლი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ დაუმატეთ ბრინჯი. ადუღეთ, სანამ ბრინჯი არ მოიხარშება. ბოლოს დაუმატეთ დაჭყლეტილი ან წვრილად დაჭრილი ნიორი და მწვანილი. დაუმატეთ მარილი და პილპილი, თუკი აკლია, გამორთეთ გაზი, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ 10-15 წუთი. შემდეგ გემრიელად მიირთვით!