არაჟანში აურიეთ კვერცხი, შაქარი, ლიმონის ცედრა, ფქვილი და ვანილი. დადგით წყლის აბაზანაზე და ურიეთ, სანამ არ გასქელდება. შემდეგ გააცივეთ. მანამდე ათქვიფეთ კარაქი მიქსერით ან ბლენდერით და ნელ-ნელა შეათქვიფეთ მოხარშული გაცივებული კრემი. სქელი, ჰაეროვანი და არომატული კრემი მზად არის. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ტორტებისა და ნამცხვრებისთვის, ასევე მიირთვათ სასურველ ხილთან ერთად.