ათქვიფეთ ნაღები და გაყავით ორ თანაბარ ნაწილად. ბანანისა და ნაღების ფენისთვის: ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ დაჭრილი ბანანი, შესქელებული რძე, ვანილის ექსტრაქტი და ათქვიფეთ. მიღებული ბანანის პიურე დაუმატეთ ათქვეფილი ნაღების ერთ ნაწილში. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შოკოლადის ფენისთვის: ნუთელა ათქვიფეთ ნაღების ლიქიორთან ერთად. დაუმატეთ ნაღების მეორე ნაწილი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. პლასტიკატის ერთჯერად ჭიქებში გაანაწილეთ ორივე მასა ფენებად: შოკოლადის მასა, ბანანის მასა, კვლავ შოკოლადი და ასე, სანამ გაივსება ჭიქა. ჩაარჭვეთ შუაში ხის ჩხირი და მოათავსეთ საყინულეში. გემრიელად მიირთვით!