საჩუქარი ბავშვებს: ბანანისა და შოკოლადის ნაყინი
საჩუქარი ბავშვებს: ბანანისა და შოკოლადის ნაყინი
დრო 90წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნაღები 35 %-38% - 500 მლ
  • შესქელებული რძე - 0,5 ქილა (200 გ)
  • ბანანი - 2 ცალი
  • ნუთელა - ან სხვა შოკოლადის პასტა 4-5 ს/კ
  • ვანილის ექსტრაქტი - 1 ს/კ
  • ნაღების ლიქიორი - 2 ს/კ
მომზადების წესები

ათქვიფეთ ნაღები და გაყავით ორ თანაბარ ნაწილად.

ბანანისა და ნაღების ფენისთვის: ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ დაჭრილი ბანანი, შესქელებული რძე, ვანილის ექსტრაქტი და ათქვიფეთ. მიღებული ბანანის პიურე დაუმატეთ ათქვეფილი ნაღების ერთ ნაწილში. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

შოკოლადის ფენისთვის: ნუთელა ათქვიფეთ ნაღების ლიქიორთან ერთად. დაუმატეთ ნაღების მეორე ნაწილი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

პლასტიკატის ერთჯერად ჭიქებში გაანაწილეთ ორივე მასა ფენებად: შოკოლადის მასა, ბანანის მასა, კვლავ შოკოლადი და ასე, სანამ გაივსება ჭიქა. ჩაარჭვეთ შუაში ხის ჩხირი და მოათავსეთ საყინულეში.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
შოკოლადი ნაყინი ბანანი ნანახია: 15090