ნახევარ-ნახევარი ბულგარული წიწაკა დავჭრათ წვრილ ზოლებად, სალათა და წიწმატი მსხვილად დავჭრათ ან ხელით დავაქუცმაცოთ. ძეხვი მსუბუქად მოვბრაწოთ. კვერცხი მოვხარშოთ ისე, რომ გული ოდნავ თოხლო ჰქონდეს და ოთხად გავჭრათ. სალათის დაჭრილი ინგრედიენტები ავურიოთ, მოვაყაროთ მარილი და მოვასხათ ვაშლის ძმარი.