მეგრული ყველიანი კვერები
დრო 30წთ
ულუფა 45
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

კვერი - მეგრული სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული კერძია. ის ახლადამოყვანილი სულგუნისგან მზადდება და ,როგორც წესი, ოვალური ან ნახევარმთვარის ფორმა აქვს.  გაითვალისწინეთ, კვერის მთავარი ინგრედიენტი სულუგუნი არ უნდა იყოს მარილიანი.

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 1 კგ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • სულუგუნი - 1 კგ
  • წყალი - 400 მლ
  • მარილი - გემოვნებით
მომზადების წესები

ავურიოთ კვერცხი, გაცრილი ფქვილის ნაწილი, მარილი და ნელ-ნელა დავამატოთ წყალი. მოვზილოთ ცომი, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. პროცესში დავუმატოთ დანარჩენი ფქვილი და წყალი, რამდენსაც ცომი მოითხოვს. თუ ცომი ძალიან მაგარი გამოვიდა, დავუმატოთ მეტი წყალი, ან პირიქით - ფქვილი. გადავაფაროთ ცომს ჩაის ტილო და 20-30 წუთით დავასვენოთ.

შემდეგ გავყოთ ცომი 45 ბურთად (თითო დაახლოებით 18 გრამს უნდა იწონიდეს). სამუშაო მაგიდაზე დავყაროთ ცოტაოდენი ფქვილი და სათითაოდ გავაბრტყელოთ (თითო 2 მმ სისქის). გახეხეთ ყველი და დაყავით იგივე რაოდენობის ბურთებად. მოათავსეთ შიგთავსი ცომში. შეგიძლიათ მრგვალი ან ნახევარმთვარის ფორმის კვერები გააკეთოთ. მოხარშეთ ყველიანი კვერები მდუღარე მარილიან წყალში.

როდესაც კვერები ზედაპირზე ამოტივტივდება, გააჩერეთ კიდევ 3 წუთი და გადმოიღეთ. ყველიანი კვერები შეგიძლიათ მიირთვათ კარაქთან ან არაჟანთან ერთად.

 

 

ტეგები:
ნანახია: 2162